WaSh Map                    Eng | Geo

სკოლაში წყლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები:  

  • სკოლას უნდა ჰქონდეს სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების სისტემა;

  • სკოლის წყალმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობით წყლის მიწოდებას სასმელი და სამეურნეო მიზნებისათვის (ხელის დაბანა, საკვების მომზადება, საპირფარეშოების ჩარეცხვა, სათავსების დასუფთავება);

  • სკოლაში სასმელად გამოყენებული წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის და მისი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.

  • დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური(WaSH) მდგომარეობის შეფასება

სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ზოგადი მოთხოვნები

სკოლის საპირფარეშო უნდა იყოს: სათანადოდ აღჭურვილი, მოხერხებული, პრივატული, დაცული, სუფთა, საზოგადოების კულტურული და სოციალური განვითარების დონისათვის შესაფერისი, ხელმისაწვდომი სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ყველა სკოლის შენობა სადაც განთავსებულია შიდა სანიტარიული კვანძი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სკოლის ყველა სართულზე უნდა იყოს მოწყობილი საპირფარეშოები გოგონებისა და ბიჭებისათვის;

  • შენობაში პედაგოგებისა და სხვა პერსონალისათვის უნდა არსებობდეს ცალკე საპირფარეშო ოთახი (სანიტარიული კვანძი) დამოუკიდებელი შესასვლელით;

  • სანიტარიული კვანძი არ უნდა იყოს შენობის შესასვლელის პირდაპირ ან მასთან ახლოს.

  • სანიტარიული კვანძის შესავლელის წინ უნდა იყოს მუდმივად განიავებადი დახურული ბაქანი / სათავსი ან გამომყოფი ფართი, რათა არ მოხდეს სპეციფიური სუნის გაფრქვევა დერეფნებსა თუ ფოიეში;

  • სანიტარიულ კვანძებს უნდა ჰქონდეს როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური განათება და ვენტილაცია. შესაძლებელია აგრეთვე ხელოვნური ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება.

  • დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური(WaSH) მდგომარეობის შეფასება

© 2019 CENN